კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: აქციების ერთადერთი შედეგი არის კორონავირუსის შემთხვევების და გარდაცვალების ზრდა

ვემუდარები მოსახლეობას, გთხოვთ, დროზე მოვეგოთ გონს და რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კოვიდპანდემიის მიმართ. იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი და შევამციროთ პანდემიის ესეთი აგრესიული განვითარება გვჭირდება 30-40-50 ათასი ვაქცინაცია დღეში. 

თითქმის ორი თვეა თითქმის ყოველდღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც აქციებით დაიდო, ეს არის კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. ეს ეხება ორივე მხარს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები