აშშ

კამალა ჰარისი 85 წუთით პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი 85 წუთით პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ჰარისმა პრეზიდენტის მოვალეობები გადაიბარა, ვიდრე ჯო ბაიდენი გეგმიური სამედიცინო პროცედურის დროს ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა.

კამალა ჰარისი ვაშინგტონის დროით 10:10-დან 11:35 საათამდე დროებით აკონტროლებდა, მათ შორის, აშშ-ს სამხედრო და ბირთვულ იარაღს.

აშშ-ს კანონმდებლობით, ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ანესთეზიის საჭიროების მქონე სამედიცინო პროცედურას იტარებს.

კომენტარები