რუსეთი

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში ვაქცინაციის მობილური პუნქტის მანქანა გაიტაცეს

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ქალაქი ტიხვინში ვაქცინაციის მობილური პუნქტის მანქანა გაიტაცეს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას ჯანდაცვის რეგიონულმა კომიტეტმა მიაწოდა.

მობილური ვაქცინაციის პუნქტის მანქანა ტიხვნის საავადმყოფოს ეკუთვნოდა და ქუჩაში იყო გაჩერებული. მანქანა, რომლის ღირებულებაც 4 მილიონი რუბლია ($55 120), 16 ნოემბრის დილით გაიტაცეს. სამართალდამცველებს ავტომობილი ამ დრომდე არ უპოვიათ. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები