მიხეილ სააკაშვილი

კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილზე: შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია

თორნიკე დავითაშვილი/მიხეილ სააკაშვილი

კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკაშირებით აცხადებს, რომ "დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ სამართლიანად". ამის შესახებ დავითაშვილი FACEBOOK-ზე წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უნდა აფასებდნენ. 

"ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცა, მაგრამ ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

მინდა რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსმართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ...

მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით".- წერს თორნიკე დავითაშვილი. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები