ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი CARTIER-ის რეკლამაში გამოჩნდა – [VIDEO]

ხატია ბუნიათიშვილი სხვა ვარსკვლავებთან ერთად საიუველირო ბრენდ Cartier-ს ვიდეორგოლში გამოჩნდა. 

ქართველი პიანისტის გარდა სარეკლამო რგოლში მონაწილეობა მიიღეს: მსახიობმა და მოდელმა მონიკა ბელუჩიმ, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა უილოუ სმიტმა, მსახიობმა ლილი კოლინზმა, GOT-ის ვარსკვლავმა მეისი უილიამსმა, ირანელმა მსახიობმა გოლშიფტე ფარაჰანიმ, ჰონგკონგელმა რეპერმა ჯექსონ უონგმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.

ერთი წლის წინ ბუნიათიშვილი Cartier-ს საერთაშორისო სახე გახდა.

სარეკლამო რგოლის სახელია Love Is All, საუნდტრეკად გამოყენებულია როჯერ გლოვერის იგივე სახელწოდების სიმღერა.

ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტია. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ვენაში, საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. 1999 წლიდან დღემდე არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. სხვადასხვა წლებში ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიც არის კარნეგი-ჰოლი, შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმი, ვენის კონცერტჰაუსი, მონაკოს ოპერა. არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.

Cartier საათებისა და სამკაულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც პარიზში 1847 წელს, ლუი-ფრანსუა კარტიემ დაარსა.

კომენტარები