ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი CARTIER-ის საერთაშორისო სახე გახდა

ხატია ბუნიათიშვილი

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, სამკაულებისა და საათების წამყვანი ფრანგული ბრენდის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩი გახდა.

ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ Intsagram-ზე დაწერა და ბუნიათიშვილი დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პიანისტად მოიხსენია.

"Cartier-ი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს, კომპანიის საერთაშორისო ელჩად. Cartier-ი ამაყია, რომ დაკავშირებული იქნება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პიანისტთან". – წერია პოსტში.

კომენტარები