მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ოცნების დეპუტატი უკრაინის ომბუდსმენზე: საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არაა

საქართველო, ეს არ არის ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება, თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მანდ უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

თქვა ქართული ოცნების თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტზე. იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული ციხეში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. დენისოვამ თქვა, რომ საზღვარზე გააჩერეს და 40 წუთი ჰკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში. მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ელჩებს, ევროპარლამენტსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.  

კომენტარები