მიხეილ სააკაშვილი

"მოუხმეთ კეთილგონიერებას" – მწერლებმა ტორესა მოსის მხარდამჭერი აქცია გამართეს

მწერალთა სახლი
კადრი ვიდეოდან/მთავარი

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის,  მწერლის, ტორესა მოსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მწერალთა სახლში. ტორესა მოსი საპროტესტო აქციაზე, თელავში დააკავეს. 

მწერლები და საზოგადო მოღვაწეები მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ტორესა მოსის გათავისუფლება მოსთხოვეს. 

"მომსწრე ვართ ისეთი სიტუაციის, როდესაც მწერალი ადამიანი მისი გამოხატვის თავისუფლების გამო უბრალოდ ჩააყიდონ ციხეში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველამ მოიხმეთ გონს, მოუხმეთ კეთილგონიერებას და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ მეტად არ დაყოფს".- თქვა მწერალმა პაატა შამუგიამ. 

ტორესა მოსის სასამართლო პროცესი, დღეს, 14 ნოემბერეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

კომენტარები