უბედური შემთხვევა

დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა – მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა

დიდუბის მეტროსადგურის ლიანდაგებში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, კაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შემთხვევის შემდეგ, დიდუბის მეტროსადგური გაჩერებულია და მატარებლები შეზღუდული მარშრუტით მოძრაობენ.

კომენტარები