ინფლაცია

კოვზანაძე: ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი – ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს

დღეს ჩვენ წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა – კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ეკონომიკის მომავალი უახლოესი წლების განმავლობაში.

მიმაჩნია, რომ ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია. ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე ეკონომიკას. მონეტარული ხელისუფლების მხრიდან საჭირო და აუცილებელია უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები – ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს.

თქვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. 

ამჟამად ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაციაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

კომენტარები