მიხეილ სააკაშვილი

საძაგლიშვილი: პოლიტიკურად დევნილ სააკაშვილს და ადვოკატებს პროცესზე არ გვასწრებენ

შეიძლება ითქვას ერთადერთი რამ, რომ ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა, ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე, ამ შემთხვევაში სამი მოსამართლის მიერ გამოიხატებოდა ეს სახე, რომლებმაც პროცესი ჩაატარეს ისე, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ამ პროცესზე.

ადვოკატებს არ მოგვცეს შესაძლებლობა დასწრების, "ბრალდებულს" და სინამდვილეში პოლიტიკურად დევნილ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მივიღოთ მონაწილეობა და რეალურად, შინაარსობრივადაც ასეა. ეს ხომ სასამართლო არ არის, აქ არის ორი მხარე მხოლოდ, მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს და დაცვის მხარე არ არსებობს. 

თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები