კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 751 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.08%-ია

The Insurance Journal

Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 046 ტესტი და დადასტურდა 5 751 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა   3 647 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.08%, ბოლო 7 დღის 10.41%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.95%.

ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 012 გამოვლინდა, აჭარაში - 210, იმერეთში – 1 049, ქვემო ქართლში – 474, შიდა ქართლში – 550, გურიაში – 124, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 548, მცხეთა-მთიანეთში – 140, სამცხე-ჯავახეთში – 210, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 562, საიდანაც 6 806 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 276 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 47 480 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 693 პირი, 363 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 766 818 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  700 568 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 662.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები