ვაქცინაცია

თამარ გაბუნია: 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეუძლია ბუსტერ დოზით აცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეუძლია. ამის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას ისაუბრა.

გაბუნიას განმარტებით, პირს, რომელიც აცრილია სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს ფაიზერიასტრაზენეკას შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს ფაიზერის ბუსტერ დოზა. რაც შეეხება ფაიზერით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში ფაიზერის ბუსტერ, მესამე დოზა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტუილებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ, კერძოდ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით.

კომენტარები