ჰოლივუდი

ანჯელინა ჯოლი მარადიულებზე: ფილმის გეი სცენის გამო აკრძალვა უმეცრებაა

Glamour

ანჯელინა ჯოლი გეი სცენის გამო ფილმ მარადიულების რიგ ქვეყნებში აკრძალვას გამოეხმაურა.

"არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო სამყაროში, რომელშიც ადამიანებს არ სურთ დაინახონ ფასტოსის ოჯახი, მათი ურთიერთობის სილამაზე და ჭეშმარიტი სიყვარული. ამაზე გაბრაზება უბრალოდ უმეცრებაა". – ამბობს მსახიობი.

ფასტოსის მარადიულების ღიად გეი სუპერგმირია. მის როლს ბრაიან ტაირი ჰენრი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით ფასტოსს ჰყავს ქმარი, რომელსაც ბენი ჰქვია. ბლოკბასტერის ერთ-ერთ სცენაში გმირები ერთმანეთს კოცნიან.

პროექტი კოცნის სცენის გამო საუდის არაბეთში, ყატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და ომანში აკრძალეს. რიგ ქვეყნებში სცენა ამოჭრეს. ფილმზე დასწრება ამერიკაში 13 წლიდან ზევით ასაკის მაყურებლებს შეუძლიათ, თუმცა რუსეთში მარადიულებს 18+ რეიტინგი მიანიჭეს.

მარადიულები Disney-სა და Marvel-ის ერთობლივი ფილმია, რომელიც მარველი კომიქსების მიხედვით არის გადაღებული. ჯოლისა და ჰენრის გარდა სურათში მთავარ როლებს სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი, ჯემა ჩენი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ. ბლოკბასტერი ოსკაროსანმა ქლოე ჟაომ გადაიღო. ამ დროისთვის Eternals ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია.

მარადიულების ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები