ჰოლივუდი

ამერიკის კინოგაქირავებას მარადიულები ლიდერობს

Comicbook

ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი Marvel-ის ახალი ბლოკბასტერი მარადიულები გახდა.

სურათი მსოფლიოს მასშტაბით 4090 კინოთეატრში გამოვიდა. პირველ უიქინდზე ფილმმა 71 მილიონი დოლარი მოაგროვა. ამ დროისთვის ბლოკბასტერს 161 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, სურათის ბიუჯეტი კი 200 მილიონს შეადგენს.

2021 წლის გაქირავების ლიდერი კვლავ ფორსაჟის მეცხრე ნაწილი რჩება, ფილმმა 721 მილიონი დოლარი მოაგროვა. მასთან ახლოს არის რიგით 25-ე ჯეიმს ბონდის ფილმი სიკვდილის დრო არ არის, რომელმაც 667 მილიონი დოლარი შეაგროვა. კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ამ წუთას კინოგაქირავებაში კარგ ციფრებს აჩვენებს ვენომის მეორე ნაწილია, კომიქსის ეკრანიზაციამ 424 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მარადიულები Disney-სა და Marvel-ის ერთობლივი ფილმია, რომელიც მარველი კომიქსების მიხედვით არის გადაღებული. ჯოლისა და ჰენრის გარდა სურათში მთავარ როლებს სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი, ჯემა ჩენი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ. ბლოკბასტერი ოსკაროსანმა ქლოე ჟაომ გადაიღო. 

ფილმები მარადიულები, სიკვდილის დრო არ არის და ვენომი 2 ამ დროისთვის საქართველოს კინოთეატრებში გადის.

კომენტარები