არჩევნები 2021

ხოშტარია: თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილი იყოს თანამდებობაზე, მე ოპოზიციაში ვიქნები

ჩვენი კოალიციური შეთანხმება უკვე არსებობს. ეს არ არის თეორიული, სამომავლო საუბარი. ამ კოალიციაში, მიუხედავად იმისა, მე 2-3% მაქვს, თუ სხვას რამდენი აქვს, კოალიციური შეთანხმება შედგა. შედგა ისე, რომ მიუხედავად იმისა, უმრავლესობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, სრული დომინაცია მაინც არ აქვს. ეს კოალიციური შეთანხმება შედგა ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, რომლის ხედვაც, არის აბსოლუტურად მყარი რწმენა კოალიციაში. მიხეილ სააკაშვილი ამის პარალელურად ამბობს, რომ მას თანამდებობა არ უნდა – ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობაში ვარ მე კოალიციაში.

ამ კონკრეტულ მოცემულობაში მე ვარ კოალიციაში, თუ პირობები შეიცვლება და, მათ შორის, ხალხი გადაწყვეტს, რომ არა – მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, არა ვინმე სხვა, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები. მე ვიქნები ოპოზიციაში. ვიქნები წინააღმდეგი ასეთი განვითარების. დღეს, რასაც მე ხელს ვაწერ, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს არის ნიკა მელიას თავმჯდომარეობით კოალიციაში ყოფნა და იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა. ეს მოცემულობა თუ შეიცვლება და, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება იფიქროს, რომ მერე მას გადაუნდება, მე არ განვსაზღვრავ ამას. მე ხელს ვუწყობ იმ კონფიგურაციას, რომელშიც ვმონაწილეობ. ასე, მიხეილ სააკაშვილი რომ ციხიდან გამოვიდეს, მაგითაც ხელს ვუწყობ, მაგრამ უსამართლობის ხარჯზე მე არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს. მე ვამბობ, სად იცვლება ჩემი პოზიცია და სადამდეა ის. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება რომ არ მინდა, ამას მე არ განვსაზღვრავ, ხალხი განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს, უფრო და უფრო გაიზრდება შანსები, სხვათა შორის, ამ პოლარიზაციის.

თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები