ჭყლეტა კონცერტზე

აშშ-ში, ჰიუსტონში ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ქალაქ ჰიუსტონში მუსიკალურ ფესტივალზე ჭყლეტას 8 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაყურებლებმა სცენის ახლოს შეჯგუფება დაიწყეს.

11 ადამიანი გულის გაჩერებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაიღუპა 8 ადამიანი. 300-მდე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ღონისძიებას 50 000 მაყურებელი ესწრებოდა.

ჰიუსტონი სახანძრო დეპარტამენტის უფროსის სამუელ პენას თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე დაიწყო. ორგანიზატორებმა კონცერტი შეაჩერეს, როცა ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ხალხი დაშავდა. თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობის სამედიცინო დახმარების არსებული პუნქტების საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორდღიანი ფესტივალის მეორე დღეს, შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

კომენტარები