იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, დაშავებულთა შორის 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ქალაქ ანკონასთან ახლოს მდებარე კლუბში, იტალიელი რეპერის სფერა ებასტას კონცერტზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, პანიკა და ჭყლეტა წიწაკის ცრემლსადენი აეროზოლის გაშვებას მოჰყვა.
Telegraph-ის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულიდან ხუთი არასრულწლოვანია. მათ შორის სამი გოგა, ორი კი - ბიჭი. კიდევ ერთი დაღუპული ქალია, რომელიც კონცეერტზე შვილს ახლდა.
კონცერტს ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.