მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს

მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, შემოსახლებიდან 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ, როგორც იცით, მან განაცხადა უარი, თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა - ეს არის სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები. [ახლაც] ღებულობს, დიახ. 

ბუნებრივია, რასაც ვამბობთ ჩვენ, თითოეულ სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს, მეტი არაფერი. [...] ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი.

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილი 36-ე დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები