მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: თბილისში გასამართი აქცია ძალაშია – დრო იკარგება, მინდა, სააკაშვილი ცოცხალი იყოს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად გაუარესებული და გვინდა, ხვალინდელი აქციით, რომელიც იქნება ძალიან დიდი და მზარდი, უწყვეტი, ვაიძულოთ ხელისუფლება და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახოს, რომ არ არის სხვა ალტერნატივა, თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინი საავადმყოფოში გადაყვანის, უახლოეს პერიოდში. დრო იკარგება, დრო, რომელიც, შეიძლება, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. 

თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება. უდიდესი სიყალბის დემონსტრირება მოახდინა ხელისუფლებამ  - 30 ოქტომბერს ძალადობით მოიპარა არჩევნები და კიდევ ერთხელ მიიტაცა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ამ ყველაფრისთვის ის უახლოეს პერიოდში პასუხს აგებს და ამ ბრძოლაში ჩვენ ვრჩებით, მაგრამ მე მინდა, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად იყოს ცოცხალი. მე გავიარე პირადადაც კოსულტაციები ექიმებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან და მათი მოსაზრება ჩემთვის არის ძალიან სანდო და შემაშფოთებელი - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათს შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება, სასიცოცხლო მაჩვენებლების საათობრივად უარესდება და თუ ხელისუფლება ელოდება, როდის ჩავარდება მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში და ამის შემდეგ მოახდენენ მის ტრანსპორტირებას თუნდაც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლებელია, ამ ყველაფერმა აზრიც კი დაკარგოს.

ამბოსბ ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა ოპოზიციამ გეგმა რუსთაველის გამზირზე შეკრებასთან დაკავშირებით. ხვალ, 6 ნოემბერს ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში საპროტესტო აქციას გამართავენ. ოპოზიციას 6 ნოემბერს აქციის გამართვა თბილისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მელია ამბობს, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრების გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღეს. 

კომენტარები