კორონავირუსი და ეკლესია

ცერცვაძე: საპატრიარქოც რომ ჩაერთოს კამპანიაში, წლის ბოლომდე 2/3-ს ვეღარ ავცრით

რა თქმა უნდა, საპატრიარქოს პრეროგატივაა, მან უკეთ იცის, რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს და რა შემთხვევაში არა, მაგრამ დადებითი პასუხი რომ ჰქონოდათ პრეზიდენტის თხოვნაზე, ეს სერიოზულად გაზრდიდა ვაქცინირებულთა რიცხვს.

დასახაული გეგმისთვის მიღწევა სამწუხაროდ ალბათ ძნელი იქნება და საპატრიარქოც კი რომ ჩაერთოს კამპანიაში, ამ წლის ბოლომდე ვერ მოესწრება, რომ 2/3 იყოს წლის ბოლომდე აცრილი, რა დარჩა, სულ ორი თვე დარჩა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მოიმატებდა, თუ ახლა არის 1/4, ნახევარს მაინც მიაღწევდა აცრილთა რაოდენობა, მაგრამ საპატრიარქო არის განსაკუთრებული ინსტიტუცია და ის ხელმძღვანელობს თავისი პრინციპებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი ორის ეთერში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მიმართა, აცრებთან დაკავშირებით მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. მისივე თქმით, კატასტროფულ COVID-ვითარებაზე საპატრიარქოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

კომენტარები