კორონავირუსი საქართველოში

პრეზიდენტი: კატასტროფულ COVID ვითარებაზე დიდია საპატრიარქოს პასუხისმგებლობა

დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.

პასუხისმგებლობა ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად. 

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.

არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.

და ბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი COVID-ვითარებაზე.

კომენტარები