კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 206 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.71%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 615 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 10.71%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი - 9.34%.  

 5 206 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 885 დადასტურდა, აჭარაში - 193, იმერეთში - 979, ქვემო ქართლში - 360, შიდა ქართლში - 428, გურიაში - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 378, კახეთში - 530, მცხეთა-მთიანეთში - 118, სამცხე-ჯავახეთში - 157, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -36

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 10 238 ადამიანი გარდაიცვალა, 678 288 კი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 49 619 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე, 1 640 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 615 მკურნალობს, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 338 ადამიანია,  მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები