ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი: მეურვეობის იდეა დედას ეკუთვნის, მამა ამას ვერ მოიფიქრებდა

BBC

ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეურვეობის იდეის ავტორად დედა, ლინ სპირსი დაასახელა. 

"მეურვეობა, რომელიც 13 წელი გაგრძელდა მამაჩემმა დაიწყო, მაგრამ ხალხმა არ იცის, რომ იდეა დედაჩემს ეკუთვნოდა. ამ წლებს ვერ დავიბრუნებ, ცხოვრება დამინგრია. ყველაფერი იცოდა ლუ ტეილორმაც. ასე რომ მთელი ეს "არ ვიცოდი რა ხდებოდა" ერთ ადგილას გაიკეთონ. ძალიან კარგად იცით რაც გააკეთეთ. მამაჩემი იმდენად ჭკვიანი არ არის, რომ მეურვეობა მოეფიქრებინა". – ვკითხულობთ Instagram-ის პოსტში, რომელიც სპირსმა მოგვიანებით წაშალა.

ლუ ტეილორი მომღერლის ყოფილი მენეჯერია, რომელსაც სპირსი მეურვეობის იდეის ერთ-ერთ თანაავტორად მიიჩნევს. 

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას 2021 წლის ოქტომბრამდე მამა განაგებდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა. 30 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით მომღერალი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა.

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები