არჩევნები 2021

მელია: ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება

მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ დიახაც, ვემზადებით, არ არის ეს დასამალი, ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვემზადებით ლავასოღლების დასამარცხებლად, "კანონიერი ქურდების" და ვიღაც დამპლების. ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ვერცერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება, მე, პირადად, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. 

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში გამართულ აქციაზე.

კომენტარები