არჩევნები 2021

ნიკა მელია: კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება

შეკითხვა, რომელიც ისმის, კოალიციური ერთობა გრძელდება? - დიახაც, კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, რადგან ის არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა და გეგმა. ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ევროპული ოჯახისკენ განაგრძოს. ასე ფიქრობს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა.

კომენტარები