მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღუდუშაური ლელოზე: ეს მათთვის ჰარაკირის ტოლფასია, საქმიანობით თავს ისედაც არ იკლავდა

ზოგადად ლელო საპარლამენტო საქმიანობით თავს ისედაც არ იკლავდა. რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს ლელოსთვის, პრაქტიკულად, ჰარაკირის ტოლფასია, როდესაც ცდილობენ, რომ კიდევ უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ერთიანობაში შევიდნენ, რომელიც არის მათი პოლიტიკური დასასრული. 

საპარლამენტო საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვინმე ზარმაცი, ინტრიგანი, უსაქმური, ვისაც მუშაობა არ უნდა, ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადების გაკეთება და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა უნდა, იმის ადგილი ნამდვილად არ არის პარლამენტში.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება მანამ, სანამ, მათივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ დაიცავს.

კომენტარები