საქართველოს პარლამენტი

კუჭავა ფრაქციის სახელის ცვლილებაზე: შარლ მიშელს ხომ არ გაგვინაწყენებთ?

"შარლ მიშელს ხომ არ გაგვინაწყენებთ?" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრებს ფრაქციის სახელის შეცვლაზე.

ფრაქციამ პარლამენტის ბიუროს მიმართა წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მისი ახალი ოფიციალური სახელწოდება რეფორმების ჯგუფი იქნება.

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ივნისში შეიქმნა. ფრაქცია სამ პარტიას აერთიანებს - სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ორ დამოუკიდებელ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და ტარიელ ნაკაიძეს. 

კომენტარები