არჩევნები 2021

ხარჩილავა: ვიქნებით დეცენტრალიზაციის ინიციატორები ქვეყანაში, ოლიგარქიული წყობა შეიცვლება

მოგესალმებით ძალიან დიდი მადლიერებით, მადლიერებით, რომელიც უკვე პასუხისმგებლობაში გადამდის და ეს იქნება პასუხისმგებლობა, რომელიც არის პირადი განწყობები, რითიც მე უნდა შევუდგე ხალხის წინაშე, ხალხის ხმით მოპოვებული დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან მოიტანა - მოიტანა, როგორც მომავლის საქართველოს სამშენებლო ფუნდამენტის განმსაზღვრელი, მომავალი ცვლილებების მაუწყებელი, მომავალი დეცენტრალიზაციის მაუწყებელი, საქართველოში კოალიციის, როგორც ახალი პოლიტიკური ხედვისა და კულტურის მაუწყებელი, ყველა ამ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით მინდა მადლობა მოვუხადო და განსაკუთრებით ეს ეკუთვნის ჩემს წალენჯიხას, ჩემს მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ სისტემამ უპრეცედენტო რეპრესიული სცენარი დადგა, მაგრამ მათ ეს მიიღეს ძალიან ღირსეულად და ამ გამოწვევას საკუთარი პიროვნული თავისუფლებით შეეგებნენ.

მინდა გითხრათ, რომ ყველა მოქალაქე იქნება უკვე ერთიანი ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის მშნებელობაში, ჩართული იქნებიან იმ პროცესებში, რომლებიც თვითმმართველობას ახასიათებს. ჩვენ ვიქნებით დეცენტრალიზაციის ინიციატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოლიგარქიული წყობა შეიცვლება და ადამიანი მთელი თავისი არსით დაიბრუნებს ხელისუფლებას ადგილებზე.

თქვა წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, ტელეკომპანია პირველთან ლაპარაკისას.

ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდარს, გიორგი ხარჩილავას 51.11% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი გულორდავას - 48.89%

კომენტარები