არჩევნები 2021

მელია: გაიგეთ, კანონიერო ქურდებო, ძველო ბიჭებო, ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში

გაიგეთ კანონიერო ქურდებო, ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა, სადაც თქვენ რა თქმა უნდა, გექნებათ თქვენი ადგილი, მაგრამ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ, თქვენ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ იყოთ სუსის მიერ მართული ადამიანები. თქვენც გაგათავისუფლებთ ამ ტყვეობიდან. 

ამბობს ენმ-ს ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. 

ვაზისუბანში ენმ-ის თავმჯდომარესა და ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როდესაც მოქალაქემ თავში ხელი ჩაარტყა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები