არჩევნები 2021

"სრული ნონსენსი და ნაგავი" – IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორი TV მთავარის განცხადებაზე

ბენ პეიჯი

"სრული ნონსენსი და ნაგავი" - ასე ეხმაურება IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბენ პეიჯი ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 6-8 ოქტომბერს IPSOS-ის მაღალჩინოსანს და კალაძეს შორის კორუფციული გარიგება შედგა. 

28 ოქტომბერს მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება.

IPSOS-მა მთავარი არხის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგზიტპოლების დამთვლელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. IPSOS-ის განმარტებით, მთავარმა არხმა არასწორად გამოაქვეყნა შეუწონავი შედეგები, რაც გასაჯაროებისთვის განკუთვნილი არაა.

კომენტარები