არჩევნები 2021

გვარამია: 6-8 ოქტომბერს შედგა კორუფციული გარიგება IPSOS-ის მაღალჩინოსანს და კალაძეს შორის

ტვ მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომპანია IPSOS-თან დაკავშირებით საგანგებო ბფირინგზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, ოქტომბრის დასაწყისში მოხდა კორუფციული გარიგება IPSOS-ის მაღალჩინოსანსა და კახა კალაძეს შორის, ამოცანა კი ეგზიტპოლების ჩაშლა იყო.

"2021 წლის 6-8 ოქტომბრის შუალედში შედგა კომუნიკაცია კომპანია IPSOS-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და ყოველთვის აქ იმყოფება, იტალიის მოქალაქე, ოლივიე მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, კახა კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა ქალაქებში, პარიზსა და რომში. ჩვენი ინფორმაციით ეს იყო პირადი კომუნიკაცია. ამ კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა კოფურციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა იყო ეგზიტპოლის ჩაშლა და ღია განცხადების გაკეთება ბატონი მარჩეზეს მხრიდან, რომ ტვ მთავარი აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს და ამიტომაც ეს მონაცემები არ არის ვალიდური, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ მთავარ არხთანო". – ამბობს გვარამია

გვარამიას თქმით, მიზანი იყო თბილისისა და ზუგდიდის გარდა სხვა ქალაქებშიც მომხდარიყო ცვლილებები, თუმცა, რეალურად ყველა ქალაქში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.

"სინამდვილეში რაც მოხდა, არის მიზანმიმართული და ღია დივერსია ქართულის ახელმწიფოს წინააღმდეგ, შეთანხმებუილი ქართულ ოცნებასთან ერთად. შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო, ორი ქალაქი - თბილისი და ზუგდიდი, თუმცა დანარჩენ ქალაქებშიც უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოგზავნილ შედეგებში. სინამდვილეში აღმოჩნდა, მას მერე რაც ეჭვქვეშ დავაყენეთ IPSOS-ის მოწოდებული მონაცემები, დადგინდა, რომ ყველა ქალაქში არის განსხვავებული შედეგები და ყველა ქალაქში ოპოზიციის უპირატესობა არის მნიშვნელოვნად დიდი". – თქვა გვარამიამ

დღეს, 28 ოქტომბერს მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება.

IPSOS-მა მთავარი არხის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგზიტპოლების დამთვლელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. IPSOS-ის განმარტებით, მთავარმა არხმა არასწორად გამოაქვეყნა შეუწონავი შედეგები, რაც გასაჯაროებისთვის განკუთვნილი არაა.

კომენტარები