არჩევნები 2021

მელია: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა

ხმა მე დღეს მივეცი და დარწმუნებული ვარ, არ მინდა, ქედმაღლურად ჟღერდეს, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობაც ასე იქცევა დღეს თბილისში და არამხოლოდ თბილისში. ხმას აძლევს კონკურენციას, ხმას აძლევს მრავალფეროვნებას, ხმას აძლევს შეჯიბრებითობას, ცვლილებას და ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებენ თითოეული თბილისელი და არამხოლოდ თბილისელი, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას. მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ღირსეული წევრი დიდი ღირსეული ოჯახისა, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას, ვერ წაგიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებებია. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

კომენტარები