ჰოლივუდი

ჯეისონ მომოას კორონავირუსი დაუდასტურდა

Cosmopolitan

ჯეისონ მომოას კორონავირუსი დაუდასტურდა. მსახიობი ჰერთფორდშირში, აქუამენის მეორე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა. 

ამ დროისთვის GOT-ის ვარსკვლავი თვითიზოლაციაში იმყოფება. აქუამენის გადაღებები შეჩერებულია. პროდიუსერებს იმედი აქვთ რომ სამუშაო პროცესი მალე აღდგება და სურათის კინოგაქირავებაში ჩაშვება დაგეგმილზე გვიან არ მოუწევთ. 

"გადასაღებ მოედანზე მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია, მათ რეგულარულად ვუტარებთ ტესტირებას". – ამბობს ერთ-ერთი პროდიუსერი.

ახალი ბლოკბასტერის პრემიერა 2022 წლის 15 დეკემბერს არის დაგეგმილი. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ფილმს კვლავ ჯეიმს ვანი იღებს. მომოას გარდა აქუამენში ემბერ ჰერდი, დოლფ ლუნდგრენი, აჰია აბდულ-მატინ II და პატრიკ უილსონი თამაშობენ.

წყარო: The Sun

კომენტარები