კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 965 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.17%-ია

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 513 ტესტი და დადასტურდა 3 965 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა   4 627 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.17%, ბოლო 7 დღის 8.87%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.94%.

ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 416 გამოვლინდა, აჭარაში - 161, იმერეთში – 753, ქვემო ქართლში –325, შიდა ქართლში – 290, გურიაში – 115, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 271, კახეთში – 427, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 763, საიდანაც 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 059 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 41 374 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 581 პირი, 333 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 711 255 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 652 505 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 961.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები