სუს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ლოპანთან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ტაბულა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია დაუყონებლივ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. 

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად". – წერია სუს-ის განცხადებაში. 

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, მცოცავ ოკუპაციასთან ერთად, პერმანენტული ხასიათი აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. 

კომენტარები