მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გიული ალასანია: ჩემი ინტერესია, ჩემი შვილი გადარჩეს, თუმცა, გადაწყვეტილებას თვითონ იღებს

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, ვითარება ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. მე მეორედ ვნახე და პირველთან შედარებით ცოტა უფრო დასუსტებული მეჩვენა, სხვა მხრივ, ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, მაგრამ ყველა იმეორებს იმას, რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ცუდი რამ - გული გაჩერდეს. ისეთ რაღაცებს ასახელებენ, რომ მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის. 

[...] უკრაინის მოქალაქეა და [გადაცემას] რამდენად დათანხმდება, ამ თემას მე არ შევხებივარ, არ ვიცი, რა აზრის არის. ჩემი, როგორც ოჯახის წევრის ინტერესია, რომ ჩემი შვილი გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი, უვნებლად გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. სააკაშვილი ციხეში 28-ე დღეა, შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - სააკაშვილმა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობასა და შემოწმებაზე უარი თქვა.

კომენტარები