მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე სააკაშვილზე: კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს

ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა საქარველოში, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო იმიტომ, რომ მას მრავალი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი და 6 წელიც კი ცოტაა, ბუნებრიბია [...] რომ შევაჯამოთ, ადამიანს დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ციხეშია და რა თქმა უნდა, ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღისწესრიგიდან, როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ის არის ერთ-ერთი პატიმარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია არ შიმშილობს, ის არ შიმშილობს. იყო კონკრეტული ფაქტები, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ ისაუბრა. ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა.შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, ეს იმიტაციაც აქტუალური იქნება 30 ოქტომბრამდე და ამის შემდეგ, ინტერესიც აღარ დარჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შოუ ძალაში დარჩება 30 ოქტომბრამდე, მერე დაკარგავს აქტუალობას.

ჩვენ ვიხილეთ ასევე შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც, რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც არავითარი შიმშილობის რისკი არ არსებობს და მით უმეტეს შიმშილობით სიკვდილის რისკი. ეს არის იმიტირებული ქრონიკა, რაც მათი ხელწერაა. ნუ, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სდაუბრისას.

კომენტარები