არჩევნები 2021

აბესაძე საპარკინგე ადგილების შემოსაზღვრაზე: ეს არის კანონის შერჩევითად გამოყენება

ფორმალურად კანონი არ ირღვევა, მაგრამ გასაგებია, რომ მერია და საპატრულო პოლიცია განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ აქციის ორგანიზებაში დაეხმარონ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ეს არის გამონაკლისი პრაქტიკა და კანონის შერჩევითად გამოყენება, როდესაც ოპოზიციური პარტიების მიერ აქციის ჩატარებისას, ძალიან ხშირად, ხელისუფლება მოქმედებს ხელისშემშლელად. დაწყებული გარე განათების ჩაქრობით, როდესაც ბოლო აქციის დროს, რუსთაველის გამზირის ნაწილი უბრალოდ არ გაანათეს, რომ ხალხი არ გამოჩენილიყო, დამთავრებული პარკირების პრობლემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასაც ჩაუტარებია მრავალათასიანი და ხალხმრავალი აქციები, ასეთი ხელშეწყობა არასდროს არ ყოფილა. დასტურდება მმართველ პარტიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ზღვარის წაშლა, რაზეც უკანასკნელი არჩევნების შეფასებისას, უცხოელმა დამკვირვებლებმა არაერთხელ ისაუბრეს. მორიგი მაგალითია, რომ მმართველი პარტია, კომუნისტური პარტიასავით, შეზრდილია სახელმწიფო უწყებებს.

თქვა ირაკლი აბესაძემ ტაბულასთან საუბრის დროს, ხელისუფლების შსს-ს მიერ საპარკინგე ადგილების შემოსაზღვრასთან დაკავშირებით.

კომენტარები