Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 434 ტესტი და დადასტურდა 4 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.12%, ბოლო 7 დღის 8.8%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.91%.
ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 412 გამოვლინდა, აჭარაში - 115, იმერეთში – 873, ქვემო ქართლში –356, შიდა ქართლში – 362, გურიაში – 92, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 279, კახეთში – 614, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 50 681, საიდანაც 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 996 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 43 457 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 542 პირი, 332 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 703 281 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 642 701 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 873.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.