მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: უარს ვამბობ გლდანის კლინიკაზე, ვრჩები აქ ჩემს სიკვდილამდე, ან თავისუფლებამდე

როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე.

დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, მისი Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად, უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები