კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 762 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.9%-ია

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 090 ტესტი და დადასტურდა  4 762 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 953 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.9%, ბოლო 7 დღის 8.97%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.05%.

ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 523 გამოვლინდა, აჭარაში - 179, იმერეთში – 933, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 378, გურიაში – 116, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 378, კახეთში – 658, მცხეთა-მთიანეთში – 166, სამცხე-ჯავახეთში – 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 523, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 975 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 42 362 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 530 პირი, 325 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 698 944 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 639 564 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 831.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები