მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უგულავა: ციხეში გამატარეს კორპუსებთან, იყო გინება, ბრახუნი, იგივე უნდათ მოუწყონ სააკაშვილს

ციხის საავადმყოფოში გადაყვანით, უნდათ, რომ სააკაშვილს მოუწყონ ის, რაც მე მომიწყვეს თავის დროზე, როცა დამაპატიმრეს. სპეციალურად წამიყვანეს გლდანის ციხეში და გამატარეს კორპუსებთან, გამოსულიც კი არ ვიყავი, რომ იქ ატეხეს ერთი ამბავი, ბრახუნი, გინება და ეს 10-15 წუთი გრძელდებოდა. ესე გაგატარებენ, გამოგატარებენ, რომ მორალურად გაგტეხონ. 

ამის დადგმის სურვილი აქვთ, რომ ეს თავისი გაგებით სირცხვილის დერეფნის მოწყობა უნდათ კრიმინალების ხელით. 

ამბობს ოპოზიციის ნაწილის ფოთის მეროების კანდიდატი, გიგი უგულავა ფორმულას ეთერში, დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

კომენტარები