არჩევნები 2021

მელია: დღეს ხალხთან კომუნიკაციამ მაჩვენა, რომ კოალიციით საზოგადოების დაკვეთას ვუპასუხეთ

როგორც დღეს აღმოჩნდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ძალიან კარგად იცის, რა განსხვავება და ალტერნატივა შევთავაზეთ ჩვენს თბილისელებს კოალიციურმა მთავრობამ 2 დღის წინ და არ დაგიმალავთ, ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ყოფაში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. საზოგადოებაში არის ერთიანობის მოთხვნა, დღეს დავრწმუნდით ჩვენ ისანსა და სამგორში, როდესაც მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობა მოგვეცა ამომრჩეველთან. ჩვენ განგებ გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები არ ჩაგვეტარებინა ამომრჩეველთან. 

მე დღეს შემხვდა ორი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ახლა მოდის. ორი ადამიანი ასეთი მე პირადად შემხვდა. ერთმა ქალბატონმა მითხრა, ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მოვდივარო. ეს არ არის ავარდნილი ოპტიმიზმი, რასაც ვაკვირდები, უბრალოდ რომელიმე ცალკე აღებულ მოქალაქეს რომ უნდა, გაიმარჯვოს ოპოზიციამ, არა. დავინახე რწმენა. რწმენა, რომელიც გაღვივდა ისე, როგორც ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც ერთი კვირის წინ. 

2-თვენახევარია, რაც თბილისში კამპანიას ვაწარმოებ და მაშინაც ხომ დავდიოდი ქალაქში?! დავინახე დიდი კონტრასტი. ჩვენ ვუპასუხეთ საზოგადოების დაკვეთას. 

ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა. 

20 ოქტომბერს ნიკა მელიამ ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მეოთხე მოადგილედ ნიკა მელიამ უპარტიო ირაკლი აბესაძე წარადგინა. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, მისი კაბინეტი 6-პარტიული იქნება. 

კომენტარები