ალეკ ბოლდუინი

უბედური შემთხვევა გადასაღებ მოედანზე – ალეკ ბოლდუინის გასროლას ქალის სიცოცხლე შეეწირა

ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით უბედური შემთხვევა სცენის გადაღების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ფუჭი ვაზნებით დატენილი იარაღით ისროდა. 

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

"ვცდილობთ დავადგინოთ რა პრობლემა ჰქონდა სარეკვიზიტო იარაღს და ვაზნებს". – წერია პოლიციის განცხადებაში.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები