NATO-რუსეთი

რუსეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე: ნებისმიერ ნაბიჯს შედეგი მოჰყვება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "ძალიან საშიში ნაბიჯი"  და ამ მიმართულებით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს შედეგი მოჰყვება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი მოჰყვა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის უკრაინაში გამართულ ვიზიტსა და მის სიტყვებს, რომ ვაშნგტონი მხარს უჭერს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას. 

რუდენკოს თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მსგავს სიტყვებს ამბობს.

"თუმცა, ჩვენ ყურადღებას არა ოფიციალურ პოზიციას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვაქცევთ. ვთვლით, რომ ეს საკმაოდ საშიში ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც რუსეთს საპასუხო ქმედებას აიძულებდა", – დაამატა რუდენკომ. 

"რადგან ეს მოლაპარაკებები NATO-სა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მათი გადასაწყვეტია როდის რა არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ისინი თავისებურად გავაფრთხილეთ. NATO-მ იცის ჩვენი პოზიცია უკრაინის მიმართ", – ამბობს რუდენკო. 

კომენტარები