არჩევნები 2021

კალაძე ჩრდილოვან კაბინეტზე: ძალიან სასაცილო იყო, დაშლილი და შეერთებული ენმ-ა

ძალიან დიდი სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის ქართული ოცნება წარმოდგენილი და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობა დაშლილი და შეერთებული.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ, გუშინ, 20 ოქტომბერს, წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ საუბრისას, რომელიც ექსპარტიულია. მასში ერთიანდებიან ენმ-ს, ევროპული საქართველოსგირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები

კომენტარები