კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი

WLFI

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 301 ტესტი და დადასტურდა  5 219 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 348 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.11%, ბოლო 7 დღის 9.02%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.79%.

ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 755 გამოვლინდა, აჭარაში - 142, იმერეთში – 907, ქვემო ქართლში – 375, შიდა ქართლში – 442, გურიაში – 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 339, კახეთში –  879, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 101, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 872, საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 003 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 40 190 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 300 პირი, 269 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 675 771 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 619 285 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 588.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები