არჩევნები 2021

ბოკერია: II ტურზე უფრო მეტად შეიძლება თქმა, რომ ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს

თუ ოპოზიციური ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე, რისკენაც მე მოვუწოდებ და ყველამ უნდა მოუწოდოს, არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის პარტიაა, 4-3-2 თუ 1%-იანი, მეორე ტურში კიდევ უფრო მეტად შეიძლება თქმა, რომ ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს და თუ მაღალი იქნა საპროტესტო ამომრჩევლის გამოცხადება, მაშინ ნებისმიერ ამ დიდ ქალაქში და რამდენიმე ქალაქში გამარჯვება იქნება იმ ბზარის გაღრმავება, რაც რეჟიმს აქვს, ის დემოკრატიული საფუძველი, რომელიც გაამწვავებს წნეხს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც...

... ყველა, ვისაც შანსი აქვს, უნდა მივიდეს არჩევნებზე იქ, სადაც მეორე ტურია. ყველას უნდა ესმოდეს, რიმ ამ მეორე ტურებისას ის რომელიმე პარტიას, ამ შემთხვევაში ნაცოონალურ მოძრაობას კი არ უჭერს მხარს, მელიას, დეკანოიძეს და სხვას, არამედ, მის შესაძლებლობას უჭერს მხარს, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ივანიშვილის რეჟიმის მორყევით.

არ უნდა დააფრთხოს არავინ ზოგჯერ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის არასწორმა გზავნილებმა, სწორედ იმიტომ ვართ სხვადასხვანაირები, რომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი იმ მასშტაბის საფრთხეა, რომ არ უნდა შევცდეთ ამ საფრთხის შეფასებისას

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV ფორმულაზე ჩართვისას.

კომენტარები