აშშ

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, კოლინ პაუელი, დღეს, დილით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით 84 წლის გარდაიცვალა. პაუელი აშშ-ის ისტორიაში პირვლი აფრო ამერიკელი სახელმწიფო მდივანი იყო.

განცხადება პაუელის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა Facebook-ზე გაავრცელა.

"გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დრეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გუნდს ზრუნვისთვის. ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი". – წერს პაუელის ოჯახი

კომენტარები